Thursday, November 27, 2014

ჯადოსნური დროის / პროექტის გეგმა

                                                                                                


ჯადოსნური დროის / პროექტის გეგმა

პროექტის მიმოხილვა
პროექტის სათაური
ჯადოსნური დრო
პროექტის მონახაზი
      მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის იდეას.ყველა მოსწავლეს მივაღებინებ მონაწილობას პროექტის გან-
ხორციელებაში.გამოვკითხავ თუ რა იციან წელიწადის დროების შესახებ.დავალებას მივცემ მოიპოვონ ინ-
ფორმაცია ოთხივე დროზე, განსაკუთრებით ჯადოსნური შემოდგომის შესახებ,გააკეთონ ჩანაწერები,ნახატ-
ები და წარადგინონ კლასში.
       მოსწავლეებს შევასწავლი საშემოდგომო სიმღერებს,ლექსებდა ჩავატარებთ ვიქტორინას.გამარჯვებული
მოსწავლეებს გადაეცემათ სპეციალურად მომზადებული პრიზები.
         ნოემბრის ბოლოს  ჩავატარებთ საზეიმო კონცერტს. საზეიმო კონცერტზე მოვიწვევთ ტელმანის საჯარო სკოლის  მეოთხე კლასის მასწავლებელს მაყვალა კერზაიას და ჩვენი კლასის მშობლებს.
         .ზეიმის დამთავრების შემდეგ სტუმრებს გაუმასპინძლდებით ხილითა და ბოსტნეულით.

      
საგანი
მშობლიური ენა, მათემატიკა, ბუნება
კლასი/დონე  
K–4
აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები
ანალიზი, ინტერპრეტაცია
განხორციელების დროის ჩარჩო
  10კვირა 30-წუთიანი გაკვეთილები, 2-3 გაკვეთილი კვირაში.
პროექტის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ. I V.9. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის მიზნობრივი ტექსტების სათანადო გაფორმება. და ტექსტის
                      არა ვერბალური ნაწილების ამოცნობა :ავლენს ტექსტის არავერბალური ინსტეპეტაციის უნარს.
            შედეგი თვალსაჩინოა,თო მოსწავლე:
·         სათანადოდ აფორმებს მცირე ზომის მიზნობრივი ტექსტებს.
·         ამზადებს და წარადგენა მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეული როლს.
·         შეარჩევს(თვითონ ხატავს ან მოძიებს)როლის შესაბამის ვიზუალური მასალას.

მათ.IV.11.მოსწავლეს შეუძლია მოცემული თემასთან ან გარკვეული ობიექტთან დაკავშირებით თვის-
                         ობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება.
             შედეგი თვალსაჩინოა, თუ მსწავლე:
·         აგროვებს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს მოცემული თემასთან ან გამოსაკვლევი
ობიეკთან დაკავშირებით.
·         აწესრიგებს რაოდენობრივი და თვსობრივი მნაცენებს.
·         აკეთებს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცრმთა ინერპრეტაციას და ელემანტარული ანა-
ლიზ

ხელოვნება IV.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს მარტივი სამუშაოები.
                   შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·         მონაწილობს დარბაზის გაფორმებაში.
·         ინიშნავს დავალებებს.
·         იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობების შესრულებისას.

მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
  • წელიწადის დროების განსაზღვრას - სახელები, განსხვავებები და ცვლილებები;
  • შეგროვილ მონაცემებზე  დაკვირვების გზით წელიწადის დროების შედარებას და გარჩევას;
  • სეზონურ წიგნში, საინფორმაციო ბიულეტენებში და პრეზენტაციებში თავმოყრილი ინფორმაციის განზოგადებას;
  • წელიწადის დროების ცვლის გამომწვევი მიზეზების გაგებას და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სეზონურ თავისებურებებთან შედარება.


სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვები:

ზოგადი შეკითხვები
როგორ იცვლება მსოფლიო სამყარო წელიწადის დროების მიხედვით?

თემატური შეკითხვები
·         როგორ იცვლება ჩვენი ცხოვრება წელიწადის დროების მიხედვით?
·         როგორი ამინდია მოცემულ პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?  
·         როგორ შეიძლება დაგვეზმაროს კვლევების გამოყენება ინფორმაციის შეგროვებისა და ინტერპრეტაციის პროცესში?

შინაარსობრივი შეკითხვები
·         რა არის წელიწადის დრო?
·         როგორ ვიგებთ წელიწადის დროების ცვილებებს?
·         წელიწადის დროები ყველგან ერთნაირია?
·         რა არის შემოდგომის თვეების ძველი ქართული სახელწოდება?
·         რა დღესასწაულებს ვზეიმობთ შემოდგომაზე?


შეფასების გეგმა
შეფასების შეჯამება
შეკითხვების დასმა გამოიყენება პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, რაც მოსწავლეებს აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების განვითარებაში და თემატიკის ანალიზში ეხმარება. პროცესი საბაზისო ცოდნის შეფასებით იწყება, ვ-მ-ვ (ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე) ცხრილის გამოყენებით. სამუშაო ჟურნალებში ჩანაწერების ხარისხი და მოსწავლეების მონაწილეობა დიაგრამების და საკლასო წიგნის შემუშავებაში, უზრუნველყოფს მასწავლებლის და მოსწავლეების დახმარებას პროგრესის  და თემატიკის გაგების მონიტორინგში. შემოდგომის დრო და ცვლილებების ცოდნა შეფასდება ინდივიდუალურ დღიურებში გაკეთებული ხეზე დაკვირვების ილუსტრაციების და შემოდგომის დროის  საკლასო წიგნის მიხედვით.  ჯგუფური კონფერენციები ემსახურება სამუშაოს შეფასებას და პროგრესის  მონიტორინგს.   მუშაობის პროცესში მოსწავლეების შესაფასებლად გამოვიყენებ საინფორმაციო   ბიულეტენის კრიტერიუმების ჩამონათვალს. სლაიდშოუს კრიტერიუმების ჩამონათვალი კი, მოსწავლეების მიერ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებული სტანდარტების გაგების და შესრულების დოკუმენტირებას უზრუნველყოფს.  გამოიყენებ პროექტის რუბრიკას  პროექტის  შესაფასებლად. დაუბრუნდებით ვ-მ-ვ ცხრილს, პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის შესაფასებლად და მოსწავლეების მიღწევებზე ფოკუსირების მიზნით.
შეფასების დროის ჩარჩო



პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობე
 პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ









·    შეკითხვების დასმა
·    ვ-მ-ვ ცხრილი
·    დღიურები
·    გრაფიკები
·    სლაიდ შოუს კრიტერიუმების ჩამონათვალი
·    შეკითხვების დასმა
·    საინფორმაციო ბიულეტენის კრიტერიუმების ჩამონათვალი

·    დღიურები
·          სურათების შეთავსება
·          საკლასო წიგნი
·    ჯგუფური კონფერენციები
·    შეკითხვების დასმა
·    საბოლოო სლაიდშოუს კრიტერიუმების ჩამონათვალი
·    პროექტის რუბრიკა
·    ვ-მ-ვ ცხრილი
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები

სასწავლო პროცედურები



შემოდგომა
,,კლასის ხე“, ფოტო, დაკვირვების ჟურნალი (დღე 1)
    გავიყვან მოსწავლეებ გარეთ და გავასეირნებ სკოლის გარშემო, შემოდგომით გამოწვეულ ცვლილებებზე დასაკვირვებლად. კერძოდ, მცენარეების და ამინდის თავისებურებების განსაზღვრისთვის წელიწადის მოცემულ დროს.  გადაუღებ ,,კლასის ხეს“ ფოტს და მიუთითებ მოსწავლეებს, გააკეთონ დაკვირვების ობიექტის ჩანახატი შემოდგომასთან დაკავშირებული ცვლილებების გათვალისწინებით.დაბრუნდებიან  საკლასო ოთახში, განიხილავენ შემოდგომის ხეს, დაწერენ შესაბამისი ახალი ლექსიკური ერთეულებს და გადაიტანენ შემოდგომის სამუშაო ჟურნალში. გავმართავთ დისკუსიას, თუ რატომ შეიცვალა ხე. განმარტავთ, რატომ აისახება წელიწადის დროების ცვლა ხეზე. გამოვიყენებ სამუშაო ჟურნალებს ზაფხულის და შემოდგომის აღწერილობების შესადარებლად.
საკლასო  წიგნი (დღე  2)
შევადგენთ საკლასო წიგნს.წაუკითხავ მსწავლეებს წიგნს ზაფხულის შესახებ.გავმართავ დისკურსიას მოს-
წავლეების ზაფხულის გამოცდილების შესახებ და დავწერ პასუხებს ფლიპჩარტზე.დავალებას მივცემ მოსწავლეებს დახატონ ზაფხულის სურათი და უკარნახებ შესაბამის განმარტებას.წახალისების მიზნით
გამოვიყენებ წელიწადის დროების შესახებ ტერმონოლოგიას.გავაერთიანებ მოსწავლეების ნაშრომებს საკლასო წიგნში ზახული.  
საშინაო დავალება
დავალებას მივცემ  მოსწავლეებს შეაგროვონ სამი ფოთოლი - ერთი დიდი, ერთი საშუალო და ერთი პატარა. ფოთლებს გამოიყენებ ,,შემოდგომის“ ბანერისთვის.

შემოდგომის ბანერები (დღე 3-4)
მესამე დღეს დავახასიათებთ შეგროვილი ფოთლებს. განვიხილავთ განსხვავებებს ზომაში, ფორმაში და აგებულებაში.დავახასიათებთ ფოთლებს მარადმწვანე და ფოთოლმცვენი ხეების კატეგორიების მიხედვით და შევადგენთ ცხრილს. გავაკეთებთ შემოდგომის ბანერერებს და გავაფორმებთ სხვადასხვა ფერის საღებავით შეფერილი ფოთლებით.  მეოთხე დღეს ვაჩვევებ მოსწავლეებს, როგორ გააკეთონ ბანერის მეორე გვერდი.  

შემოდგომის ფოთლები (დღე 5)
წავიკითხავ საკლასო წიგნს შემოდგომაზე. განვიხილავ, როგორ იცვლება ფოთლების ფერი და იწყება ფოთოლცვენა. ვაჩვენებ მოსწავლეებს, როგორ გააფერადონ ფოთლები სხვადასხვაფერად ღრუბლის და საღებავების გამოყენებით, შემოდგომისთვის დამახასიათებელი ფერების გათვალისწინებით.  მოსწავლეებს გააოცებთ არსებულ ფერთა სიუხვე, მუქი იასამნისფრიდან მწვანემდე.

მონაცემების შეგროვება (დღე 6-7)
დავიწყებ სეზონური ტანსაცმლის ახალ ცხრილზე მუშაობას (7 დღე). ზაფხულის გამოცდილების ანალოგიურად, მოვამზადებ ამინდის ყოველთვიური ცხრილის მშობლიური სოფლისა და  ქალაქის მონაცემების შესატანად.

შემოდგომის ბოლოს დავალებას მივცსმ მოსწავლეებს, გამოიყენონ ამინდის სვეტური დიაგრამის და პიქტოგრამის ფაილის ნიმუშები თვიური მონაცემების დემონსტრირებისთვის. გავმართავ ჯგუფური დისკუსიას შემოდგომის და ზაფხულის ტანსაცმლის და ამინდის დიაგრამების შესადარებლად. დავსვამ შემდეგი შეკითხვების:
·         რომელი ტანსაცმელი გამოიყენებოდა ყველაზე მეტად/ნაკლებად ზაფხულში? შემოდგომაზე? წელიწადის დროების მიხედვით იგივე ტანსაცმელი გამოიყენებოდა? რა განსხვავებები შენიშნეთ?
·         რა მსგავსებები და განსხვავებები შეგიძლიათ ივარაუდოთ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით?
·         როგორ შეადარებთ შემოდგომის და ზაფხულის ამინდს?  როგორი ამინდი იყო ძირითადად ზაფხულში? შემოდგომაზე? იყო ამინდი მსგავსი/განსხვავებული?
·         რა მოხდება ზამთარში? როგორი ამინდი იქნება ყველაზე ხშირად?
·         რა შედარებაა თქვენს მშობლიურ და დამეგობრებულ ქალაქებს შორის?

საველე ვიზიტი (დღე 8.
        ვესტუმრებით სკოლის მიმდებარე ტერიტორიის ტყეს..დავაკვირდებით შემოდგომის
ნიშნებს.ჩიტები თბილ ქვეყნებში გაფრინდნენ.ციყვები საკვებს ინახავენ.მიწა დაფარულია ფოთლებით და
ა.შ.საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ ვიმუშავებთ თემაზე შემოდგომის ნიშნები.დავასკანერებ მოსწავ-
ლების ნაშრომებს და პრეზენტაციის სლიადებს დაუმატებთ.
სლაიდშოუ (დღე 9)
მოვამზადებ ,,შემოდგომის“ თემაზე პრეზენტაციებს.4-6 მოსწავლისგან შემდგარ მცირე ჯგუფებში დავიწყებ პრეზენტაციებზე მუშაობას მოსწავლეების კარნახის შესაბამისად. ვთხოვ მოსწავლეებს, ჩამოთვალონ შემოდგომის ამსახველი სიტყვები კლიპარტში შესაბამისი ვიზუალური გამოსახულების მოსაძებნად.  მიუთითებ, გამოიყენონ ამინდზე დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაცია ერთ-ერთი სლაიდის მოსამზადებლად. დაამატონ სათაური ხუთსლაიდიან პრეზენტაციას. მივცემ მოსწავლეებს შესაძლებლობას, იმუშაონ კომპიუტერთან, დააწკაპუნონ საჭიროებისამებრ, ან დაბეჭდონ.  მოვახდენ პრეზენტაციის საკითხების ჩამონათვალის გამოყენების დემონსტრირებას მცირე ჯგუფებში, მოსწავლეების მიერ შემდგომ დამოუკიდებელი მუშაობისა.

გრაფიკული გამოსახულება (დღე 2)
შევადგენთ დიაგრამას წელიწადის საყვარელი დროის შესახებ. თითოეული მოსწავლე ფერად ქაღალდზე დაწერს სახელს, მიუთითებ წელიწადის საყვარელი დროს (მწვანე-ზაფხული, ლურჯი-ზამთარი და ა.შ.) და განათავსებს შესაბამისი დასახელების ქვეშ ცხრილში. შევადარებთ ყველაზე მეტად/ნაკლებად საყვარელი წელიწადის დროებს. განსაზღვრავთ რამდენით მეტი/ნაკლები ხმა მიიღო კონკრეტულმა წელიწადის დრომ და ა.შ.  ვაჩვენებ მოსწავლეებს, როგორ შეადგინონ ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე დიაგრამა კომპიუტერის გამოყენებით. დაავაკოპირებ მონაცემებს წელიწადის საყვარელი დროის სამუშაო ფურცელში, მოვვიშნავ უჯრებს, შევალ Insert მენიუში და ავირჩევ Chart. მივყვები ინსტრუქციებს დიაგრამის დასათაურების ჩათვლით. შევადარებ წარმოდგენილი დიაგრამების გამოსახულებებს.2„
დიაგრამების შედარება (დღე 3)
შევადარებთ სეზონური ტანსაცმლის და ამინდის მონაცემების ცხრილს.განვიხილავთ რა ტანსაცცცცმელი
გამოიყენება წელიწადის დროის მიხედვით.შეადარონ ამინდი მშობლიური სოფლის და ქალაქის.
სლაიდშოუ (დღე 4-6)
შევახსენებ მოსწავლეებს, რომ სასწავლო ათი კვირის განმავლობაში ბოტანიკოსების და კლიმატოლოგების როლს ასრულებდნენ. მეცნიერის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა შეძენილი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. ამიტომ, მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას, წელიწადის დროების შესახებ ინფორმაციის გარშემო მყოფთათვის გასაცნობად. მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას, როგორ იცვლება ჩვენი ცხოვრება წელიწადის დროების შესაბამისად. თითოეული მოსწავლე ერთ სლაიდს მოამზადებს, წელიწადის კონკრეტული დროის, ან ამინდის, ტანსაცმლის, ხეების, ცხოველების და ადამიანის აქტივობებში გამოწვეული ცვლილების შესახებ.  მოსწავლეები წინასწარ დაგეგმავენ სლაიდებს, დაწერენ, ან უკარნახებენ სიტყვებს, შეარჩევენ ვიზუალურ გამოსახულებებს, გადასვლებს და ხმოვან ფონს პრეზენტაციის სლაიდშოუსთვის. სასურველია, მოსწავლეების კომპიუტერთან მუშაობის პროცესში (ბეჭდვა, კოპირება, პროგრამული დავალებების შესრულება)უფროსების დახმარება საჭიროებების გათვალისწინებით. შევხვდებით თითოეულ ჯგუფს ინდივიდუალურად, სლიდშოუს საკითხების ჩამონათვალის საფუძველზე ნაშრომის შესაფასებლად. სლიადშოუს ფაილში შევიტანთ შექმნილი დიაგრამების და შესაბამისი დაკვირვების ფორმებს. შესაძლებლობის გათვალისწინებით, გაუგზავნით პრეზენტაციის დისკს ყველა მოსწავლის მშობელს გასაცნობად. წელიწადის დროების  პრეზენტაცია ჩატარდება ნოემბრის ბოლოს. დახურვის ღონისძიების სახით.
საინფორმაციო ბიულეტენი (დღე 7-10)
მოსწავლეები მცირე ჯგუფებში დაწერენ სტატიებს და შეაგროვებენ ნახატებს/სურათებს საინფორმაციო ბიულეტენში განსათავსებლად, რომლისთვისაც შეძლებენ სლაიდშოუს ინფორმაციის გამოყენებას.  მასალები უნდა წარმოადგენდეს მონაცემების და დიაგრამების შედარებას. გაუგზავნი საინფორმაციო ბიულეტენის ამობეჭდილი ვარიანტს მშობლებს გასაცნობად. გამოვიყენებ საკითხების ჩამონათვალის ფორმას მუშაობის პროცესში მოსწავლეების შესაფასებლად.  

პროექტის განხორციელების მოცემულ ეტაპზე, გავმართავ ინდივიდუალური შეხვედრას თითოეულ მოსწავლესთან საპროექტო რუბრიკის იმ კრიტერიუმების შესაფასებლად, რომელიც დაკვირვების, შეკითხვების დასმის და მუშაობის პროცესში გამოვტოვე.
დახურვის ღონისძიება
 მოვიწვევთ ტელმანის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მასწავლებელს მაყვალა კერზაიას და ჩვენი მოსწავლეების მშობლებს. .კონცერტის დამთავრების შემდეგ სტუმრებს გაუმასპინძლდებით მოსწავლეების მიერ მომზაებული ხილითა და ბოსტნეულით.
დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები
არ მყავს.

არაინგლისურენოვანი მოსწავლეები  (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
არ  არის ასეთ მოსწავლე.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები

პროექტისთვის საჭირო მასალები და რესურსები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ, პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)            



 ფოტოკამერა
 კომპიუტერ(ებ)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტ კავშირი
 ლაზერული დისკი
 პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზია
 VCR
 ვიდეოკამერა
 ვიდეოკონფერენციის აღჭურვილობა
 სხვა     
ტექნოლოგიებიპროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ ის პროგრამები, რომელიც დაგჭირდებათ)
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე  
 ფოტოების/სურათების
დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია

 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალ
ები
·         Belanger, C. (1997). Songs for the 4 seasons: I like the rain. Oxford, UK: Rigby.
·         Borden, L. (1989). Caps, hats, socks, and mittens. New York: Scholastic Inc.
·         Buscaglia, L. (1983). Fall of Freddie the leaf. Austin, TX: Holt Rinehart and Winston.
·         Gibbons, G. (1984). The season's of Arnold’s apple tree. Hong Kong: South China Printing Co. Ltd.
·         Helldorfer, M. (1994). Gather up, gather in. New York: Viking Books.
·         Pearson, S. (1988). My favorite time of year. New York: HarperCollins Publishers.
მასალები
·         სახატავი მასალები
·         მოსწავლეების მიერ შეგროვილი ფოთლები
·         სკოლის ტერიტორიაზე დარგული ხეები
.

ინტერნეტრესურსები
·          სასწავლო ხე www.oregonforests.org*
ინფორმაცია ორეგონის სატყეო კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას ადგილობრივი მეტყევეობის პრაქტიკის და ჯანსაღი მართვის პრინციპების შესახებ.
·         National Arbor Day Association
www.arborday.org*
ვებ-გვერდი ემსახურება ასოციაციის მიზნის განხორციელებას, გაზარდოს მოსახლეობის დაინტერესება დარგონ, მოუარონ და გაუფრთხილდნენ ხეებს.
·         პორტლენდის ოდიუბონის საზოგადოება/Audubon Society of Portland
www.audubonportland.org*
რესურსი წელიწადის დროების ბუნებაზე ზემოქმედების შესახებ - ,,პორტლენდის ოდიუბონის ასოციაცია ხელს უწყობს ადგილობრივი ჩიტების, ველური ბუნების და მის ბინადრების საჭიროებების გაცნობიერებას და დაცვას.“
·         მასწავლებლის გზამკვლევი: ლექსები ხეებზე
http://kristinegeorge.com*
ვებ-გვერდის ავტორია კრისტინ ო’კონელ ჯორჯი  მკითხველს სთავაზობს ლექსებს წელიწადის დროების და ბუნების შესახებ.
·         ამინდის არხი
www.weather.com*
ინფორმაცია ადგილობრივი და მსოფლიოში ამინდის შესახებ
სხვა რესურსები
ვესტუმრებით ადგილობრივ ტუეს წელიწადის დროებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე დაკვირვების მიზნით.



No comments:

Post a Comment